ახალი ამბები

ნატოში საქართველოს ახალ წარმომადგენლად ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა

ნატოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კარიერული დიპლომატი ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა მას შემდეგ, რაც ეს თანამდებობა მისმა წინამორბედმა ლევან დოლიძემ დატოვა.

ალექსანდრე მაისურაძე, რომლის დანიშვნასაც ხელი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მთავრობის წარდგინებით მოაწერა, თავის უფლებამოსილების შესრულებას 1 მაისიდან შეუდგება. ის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1998 წლიდან მუშაობს სხვადასხვა თანამდებობებზე და 2012 წლიდან დღემდე იყო საქართველოს ელჩის მოადგილე ავსტრიაში, ასევე ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ელჩის თანამდებობა 26 იანვრიდან არის ვაკანტური. სწორედ ამ დრომდე ასრულებდა ელჩის მოვალეობებს ლევან დოლიძე, რომელმაც მოსალოდნელი გადადგომის თაობაზე განცხადება ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში გააკეთა, როცა მისი ძმის, დეპუტატ ვიქტორ დოლიძის პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადავიდა.

მსგავსი/Related

Back to top button