We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ჟვანიას საქმეზე დაკავებულ ექსპერტს და გარდაცვლილი პრემიერის დაცვის წევრს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილ გამგეს ლევან ჩაჩუას, რომელმაც სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა ზურაბ ჟვანიას ცხედარს, და გარდაცვილილი პრემიერის დაცვის ერთ-ერთ წევრს მიხეილ ძაძამიას.

ორივე მათგანს სამსახურებრივი გულგრილობა ედებათ ბრალად, თუმცა ისინი უარყოფენ ამ ბრალდებებს.
 
ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

Back to top button