skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი ვენაში ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრას დაესწრო

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვენაში ევროპის სახალხო პარტიის გაფართოებული შეხვედრის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა 2008 წლიდან ევროპის სახალხო პარტიაში დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს.

შეხვედრის პარალელურად სააკაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა, რომელიც საქართველოს გასული წლის სექტემბერში სტუმრობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button