
პარალელური დათვლის შედეგები: „ქართული ოცნება“ – 54%, ნაციონალური მოძრაობა – 40.7%
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების პარალელური დათვლის შედეგებით კოალიციამ „ქართული ოცნება“ მიიღო ხმების 54.6%, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ – 40.7%, რაც იმაზე მიუთითებს, რომ 1 ოქტომბერს არჩეული ახალი პარლამენტი ორსუბიექტიანი იქნება.
ორგანიზაციის განცხადებით, პარალელური დათვლის შედეგების ცდომილების ზღვარი შეადგენს 1% სანდოობის 95%–იანი ინტერვალით.
პარალელური დათვლის შედეგებით ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ ხმების 2%; ლეიბორისტულმა პარტიამ – 1.2%, ახალმა მემარჯვენეებმა – 0.4%, ხოლო სხვა პარტიებმა მიიღეს დარჩენილი ხმების 1%.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ პარალელური დათვლა განახორციელა 1271 დამკვირვებლის მეშვეობით, რომლებიც გადანაწილებულნი იყვნენ ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკურად მყარი, წარმომადგენლობითი და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იდენტიფიცირებულ საარჩევნო უბნებზე. ორგანიზაციას 2003 წლიდან ყველა არჩევნებზე აქვს პარალელური დათვლა განხორციელებული.
This post is also available in: English Русский