Placeholder canvas
ახალი ამბები

უნგრეთის პრემიერ–მინისტრი საქართველოს სტუმრობს

უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი 26–27 სექტემბერს ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

ვიზიტის პირველ დღეს მან თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართა შეხვედრა.

27 სექტემბერს უნგრეთის პრემიერ–მინისტრი პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ქუთაისში დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

აეროპორტის გახსნა კვირაში ორჯერ კიევი–ქუთაისის ფრენების დაწყებით აღინიშნა. ფრენებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air Ukraine-ი განახორციელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button