
ახალი ამბები
ნაციონალურმა მოძრაობამ დაგეგმილი პარტიული ყრილობა გადადო
ნაციონალურმა მოძრაობამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს 11 ქალაქში დაგეგმილი პარტიული ყრილობა, რომელიც 1 სექტემბერს უნდა გამართულიყო, ერთი კვირით გადადო, რადგან პატივს მიაგებს სამი ქართველი ძალოვანის ხსოვნას, რომლებიც რუსეთის საზღვართან ახლოს შეიარაღებულ დაჯგუფებასთან მომხდარ შეტაკებას ემსხვერპლნენ 29 აგვისტოს.
მმართველი პარტია კამპანიის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს სხვა 10 ქალაქში ყრილობას 8 სექტემბერს გამართავს, განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერმა, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
This post is also available in: English Русский