
ახალი ამბები
რუსი მესაზღვრეები აფხაზეთში იარაღის სამალავების აღმოჩენაზე იტყობინებიან
რუსმა მესაზღვრეებმა მიმდინარე თვეში იარაღისა და საბრძოლო მასალების ოთხი სამალავი აღმოაჩინეს „საქართველო–აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების გატარებისას“, იტყობინებოდა „აფსნიპრესი“ 28 აგვისტოს.
ამავე ცნობის მიხედვით, „ეს-პე-გე 9“ ტიპის ყუმბართმტყორცნი, ასევე ორმოცამდე სხვადასხვა ტიპის ყუმბარები და საარტილერიო ჭურვები იქნა აღმოჩენილი.
ნაპოვნი იარაღი და საბრძოლო მასალები განადგურდა, იტყობინება „აფსნიპრესი“ სეპარატისტულ აფხაზეთში განთავსებული რუსეთის სასაზღვრო სამსახურის დანაყოფის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
This post is also available in: English Русский