
ახალი ამბები
როლანდ ახალაია ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატად ზუგდიდში იყრის კენჭს
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი როლანდ ახალაია ზუგდიდის ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
როლანდ ახალაია, რომელსაც თანამდებობიდან გადადგომა მოუწევს, შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას მამაა; მისი მეორე შვილი, დათა ახალაია კი თავდაცვის მინისტრის მოადგილეა.
როლანდ ახალაიას კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ალასანია იქნება.
This post is also available in: English Русский