ახალი ამბები

სააკაშვილი: „ჩვენ ძალიან მაგრად უნდა გავიმარჯვოთ“

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა ორშაბათს, რომ მას ეჭვი არ ეპარება, რომ ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და ხაზი გაუსვა, რომ მმართველმა პარტიამ „ძალიან მაგრად“ უნდა გაიმარჯვოს. 

„მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება გამარჯვებაში, ამაზე საერთოდ არც ვფიქრობ“,– განაცხადა მან ბათუმში 20 აგვისტოს კამპანიის ფარგლებში გამართულ  აქციაზე, სადაც მან მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე წარადგინა

„მაგრამ ჩვეულებრივად კი არ უნდა გავიმარჯვოთ, ძალიან მაგრად უნდა გავიმარჯვოთ იმიტომ, რომ ჩვენი უწმინდური მოწინააღმდეგე, გარედან რომელიც არის და მათი დამქაშები აქ … რა თქმა უნდა, დამარცხდებიან, მაგრამ მათ სხვა გეგმები აქვთ – ისინი არჩევნებისთვის არ ემზადებიან, ისინი ემზადებიან, არჩევნების შემდეგ რა მოხდება“, – განაცხადა მან.

„ამიტომ ყველას მინდა ვუთხრა – ისე მაგრად უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები, რომ აზრადაც არ მოუვიდეთ მერე თითის განძრევა და თავისი უწმინდური ხელებით რამის გაკეთება“,– დასძინა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა,რომ მომავალ არჩევნებზე საქართველოს წინაშე ერთი კითხვა იქნება: „რა ჯობია: ნგრევა თუ შენება?“

„ჩვენ ყველამ ერთად ნანგრევებიდან ავაშენეთ ჯერ კიდევ დაუმთავრებელი, არასრულყოფილი, მაგრამ ნამდვილი შენობა და მათ ვისაც უნდათ, რომ ეს შენობა ხელახლა ნანგრევებად აქციონ, საქართველოში არაფერი არ ესაქმებათ“, – განაცხადა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button