Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს პირველი ოქროს მედალი ლონდონის ოლიმპიადაზე

ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა 29 ივლისს საქართველოსთვის პირველი ოქროს მედალი მოიპოვა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

20 წლის შავდათუაშვილმა ძიუდოისტთა შეჯიბრის ფინალში უნგრელი სპორსტმენი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა. მანამდე კი მან ნახევარფინალში ერთ–ერთი ფავორიტი, იაპონელი მასაში ებინუმა დააამარცხა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 26 ივლისს უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველო ოლიმპიურ ჩემპიონებს 1.2 მილიონი აშშ დოლარით დააჯილდოვებს. სამინისტრომ დაადასტურა, რომ ჩემპიონები ფულად ჯილდოებს მიიღებენ, თუმცა აღნიშნა, რომ „ამ ჯილდოს კონკრეტული ოდენობა თითოეული სპორტსმენისთვის განისაზღვრება მიღწეული შედეგებით და მედლების საერთო ოდენობით“.

„შესაბამისად,  2012 წლის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში გასული თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოს ოდენობა ცნობილი გახდება მხოლოდ და მხოლოდ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა სამინისტრომ 26 ივლისს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button