skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2012 წლის პირველ ნახევარში

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2012 წლის პირველ ნახევარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%–ით გაიზარდა და 4.86 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 24.15%–ით გაიზარდა, იტყობინება „საქსტატი“ 24 ივლისს.

იმპორტი 2012 წლის პირველ ნახევარში 19%–ით გაიზარდა და 3.72 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი 10%–ით გაიზარდა და 1.14 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2012 წლის პირველ ნახევარში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2.58 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ნაცვლად გასული წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული 2.08 მილიარდი აშშ დოლარისა, იტყობინება „საქსტატი“. 

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა დსთ–ს ქვეყნებთან 2012 წლის პირველ ნახევარში 5%–ით გაიზარდა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით და 1.48 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც მისმა წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 31% შეადგინა. გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 34%–ს შეადგენდა.

2012 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 1.36 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც 32%–იანი ზრდაა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. შედეგად, მისმა წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 28% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიური მაჩვენებელია.

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი რჩება, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 741.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი –605.7 მილიონი აშშ დოლარი; უკრაინა – 340.9 მილიონი აშშ დოლარი; გერმანია – 324.9 მილიონი აშშ დოლარი; ჩინეთი – 294.7 მილიონი აშშ დოლარი; აშშ – 222.6 მილიონი აშშ დოლარი; რუსეთი – 214.7 მილიონი აშშ დოლარი;  ბულგარეთი – 170.2 მილიონი აშშ დოლარი; იაპონია – 148.5 მილიონი აშშ დოლარი; იტალია – 142.1 მილიონი აშშ დოლარი.

2012 წლის პირველ ნახევარში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.9% შეადგინა – 260.9 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდის ფეროშენადნობი – 119.8 მილიონი აშშ დოლარი (10.5%–იანი წილი მთლიან ექსპორტში); აზოტოვანი სასუქები – 65.7 მილიონი აშშ დოლარი (5.8%); თხილი – 54.4 მილიონი აშშ დოლარი (4.8%); სპირტი ეთილის არადენატურირებული – 39.6 მილიონი აშშ დოლარი (3.5%); სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 38.3 მილიონი აშშ დოლარი (3.4%);  ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული – 36 მილიონი აშშ დოლარი (3.2%); შავი ლითონების ჯართი – 35.3 მილიონი აშშ დოლარი (3.1%); მინერალური წყლები – 30.4 მილიონი აშშ დოლარი (2.7%); ღვინო – 25.5 მილიონი აშშ დოლარი (2.2%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2012 წლის პირველ ნახევარში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო – 437.3 მლნ აშშ დოლარი (11.7%–იანი წილი მთლიან იმპორტში); შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 331.1 მლნ დოლარი (8.9%); ნახშირწყალბადები – 145.7 მლნ აშშ დოლარი (3.9%); სამკურნალო საშუალებები – 105.6 მლნ აშშ დოლარი (2.8%); ხორბალი – 84 მლნ აშშ დოლარი (2.3%);  ელექტრული ტრანსფორმატორები – 59.9 მლნ აშშ დოლარი (1.6%); სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 52.4 მლნ აშშ დოლარი (1.4%); გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 49.4 მლნ აშშ დოლარი (1.3%); მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისგან – 47.9 მლნ აშშ დოლარი (1.3%); სიგარეტები – 39 მლნ აშშ დოლარი (1%).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button