ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ბათიაშვილი ნაპოვნია

სახალხო კრების აქციების ერთ–ერთი ორგანიზატორი ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც 26 მაისს ღამით განვითარებული მოვლენების შემდეგ გაუჩინარდა, ნაპოვნია.

საქმის გარემოებები კვლავ უცნობი რჩება. ჟურნალისტების ჯგუფი თბილისში ბათიაშვილის სახლის წინაა შეკრებილი, რადგანაც მისი ოჯახი აცხადებს, რომ ბათიაშვილი ჟურნალისტებს საკუთარ სახლში 17:00 საათზე შეხვდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 მაისს განაცხადა, რომ პოლიციამ ირაკლი ბათიაშვილის ძებნა მისი ოჯახის საჯარო განცხადებების საფუძველზე დაიწყო.

Back to top button