
საია აქციაზე დაკავებულ პირთა უფლებების დაცვას ითხოვს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორის მონიტორინგის შემდეგ განაცხადა, რომ "დაკავებული პირების მიმართ ადგილი აქვს სახელმწიფოს მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას“.
საიას ინფორმაციით, დაკავებულთა შორის "სასტიკად არიან ნაცემები“ სახალხო კრების მხარდამჭერი ბათუმიდან და ყოფილი რესპუბლიკელი მურმან დუმბაძე, ასევე ანდრეი გორა და ალეკო ჩუბინიძე. მათი გვარები 27 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ დაკავებულ პირთა 105–კაციან სიაშიც ფიგურირებს.
საია–ს ინფორმაციით, თელავის იზოლატორში "არსებული ვითარება უმძიმესია“, მათ შორის
დაკავებულთათვის ხელმიუწვდომელია საკვები და სამედიცინო მომსახურება. "ახალგაზრდა იურისტები“ ამ ვითარების დაუყოვნებლივ გამოსწორებისკენ მოუწოდებენ.
“გამოძიებულ იქნას და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც გადაამეტა უფლებამოსილებას და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა პატიმრებს,“– მოითხოვს საია.