skip to content
ახალი ამბები

იაპონიის ულტრამემარჯვენე მოძრაობის ლიდერი სოხუმს სტუმრობს

იაპონიის ულტრამემარჯვენე მოძრაობის "ისუიკაის“ ლიდერი მიცუჰირო კიმურა 12 მაისს სოხუმში სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

კიმურა მოძრაობა "ისუიკაის“ 2001 წლიდან ხელმძღვანელობს; ეს ორგანიზაცია ცნობილია იმით, რომ არ აღიარებს იაპონიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილ ომის დანაშაულებებს.

აფხაზური სააგენტო "აფსნიპრესის“ ცნობით, სოხუმში მიცუჰირო კიმურა აფხაზეთის პრემიერ–მინისტრს სერგეი შამბას, პარლამენტის თავმჯდომარეს ნუგზარ აშუბას და საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ ღვინჯიას შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ აშუბამ განაცხადა, რომ "ისუიკაი“ იაპონიის მემარჯვენე ორგანიზაციებს შორის ყველაზე ცნობილია, რომელსაც "აქვს ძალა, ტრიბუნა. და ჩვენ ამას გამოვიყენებთ“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button