ახალი ამბები

საქართველოს პატრიარქი გაერთიანებული სამეფოს დედოფალს შეხვდა

დიდ ბრიტანეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორე დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს შეხვდა.

ილია მეორემ BBC-ის რუსულ ბიუროსთან ინტერვიუში ამ შეხვედრას "ძალიან თბილი და გულითადი“ უწოდა. "მან [დედოფალმა] თქვა, რომ ძნელია იყო დიდი ქვეყნის მეზობელი,“– აღნიშნა პატრიარქმა. 

ინტერვიუში ილია მეორემ ასევე განაცხადა, რომ ის უახლოეს მომავალში გეგმავს აფხაზეთში ჩასვლას, "როგორც ამ ეპარქიის ხელმძღვანელი“ და მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ "რუსეთის ეკლესია აღიარებს ქართული ეკლესიის კანონიკურ სამართალს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“.

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ოფიციალურ წოდებას დეკემბრიდან ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულიც დაემატა იმის ხაზგასასმელად, რომ აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში შედის. თუმცა რუსეთის პატრიარქმა ილია მეორესადმი გაგზავნილ ორ მისალოც წერილში იგი კვლავ ძველი წოდებით მოიხსენია

Back to top button