
ახალი ამბები
პრეზიდენტის საახალწლო შეწყალება 407 მსჯავრდებულს შეეხო
პრეზიდენტმა სააკაშვილმა საახალწლოდ სულ 407 პატიმარი შეიწყალა, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 339 მსჯავრდებული დატოვებს, 58-ს გაუნახევრდა სასჯელის ვადა, ოთხს მოეხსნა პირობითი მსჯავრი და ექვს პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის 16 ქალი და ერთი არასრულწლოვანია.