skip to content
ახალი ამბები

სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ კორეასა და სინგაპურში საქართველოს საელჩოები გაიხსნება

საქართველო 2011 წელს გეგმავს სამი ახალი საელჩო გახსნას სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ კორეასა და სინგაპურში.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

“სამივე არის ინვესტიციების თვალსაზრისით საინტერესო ქვეყანა და ვვარაუდობთ, რომ ამ საელჩოების გახსნით ჩვენ შევძლებთ ამ ქვეყნებთან დავამყაროთ კიდევ უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირები, რაც ბუნებრივია, შემდგომში თანხების მოზიდვაზე დაგვეხმარება,“– განუცხადა მინისტრმა დეპუტატებს 17 დეკემბერს. 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button