
ახალი ამბები
მმართველი და ოპოზიციური პარტიები საარჩევნო რეფორმაზე შეხვედრას მართავენ
მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 17 ნოემბერს საარჩევნო სისტემის რეფორმის თაობაზე მოლაპარაკებების ფარგლებში შეიკრიბნენ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე შეხვედრაზე, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების ფორმატზე გამახვილდება ყურადღება, ვინაიდან ჯერ არ არის მიღწეული საბოლოო შეთანხმება იმაზე, თუ როგორ მიიღებს ჯგუფი გადაწყვეტილებებს – მოხდება ეს კონსენსუსის საფუძველზე; თუ კონსენსუსის არარსებობის შემთხვევაში, კენჭისყრით მიიღება გადაწყვეტილები.