ახალი ამბები

სააკაშვილი ფრანკოფონიის სამიტს დაესწრო

პრეზიდენტი სააკაშვილი შვეიცარიის ქალაქ მონტროში ფრანკოფონიის სამიტს დაესწრო, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 24 ოქტომბერს. 

სამიტის მონაწილეთა მიერ მიღებული ცხრა რეზოლუციიდან ერთ–ერთი კონფლიქტებს ეხება, რომლის ერთი პუნქტი ეთმობა საქართველოს და რომლითაც ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების სრულად შესრულებისკენ. რეზოლუციაში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ეთანხმებიან შეხვედრების გაგრძელებას ჟენევის ფორმატში და მხარს უჭერენ გაეროს რეზოლუციას დევნილების უპირობო დაბრუნების თაობაზე.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button