ახალი ამბები

გილაურს ბიზნესის ინტერესების დაცვის საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა თავის აპარატში შექმნა ახალი თანამდებობა, რომელიც გააადვილებს ბიზნესისა და მთავრობის ურთიერთობას, განაცხადა პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

ამ თანამდებობაზე გიორგი პერტაია დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ოფიციალური სტატუსით. პერტაიამ ცოტა ხნის დასავლეთ ილინოისის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლა დაამთავრა და მაგისტრის ხარისხი მიიღო. რამოდენიმე წლის წინ იგი მუშაობდა ამერიკის სავაჭრო პალატის ვაჭრობისა და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ და მისი მთავარი ფუნქცია ბიზნესის ინტერესების დაცვა იყო.

”მისი [გიორგი პერტაიას] მოსვლით ჩვენს გუნდში ხელი კიდევ უფრო უნდა შეეწყოს ბიზნესისა და მთავრობის ურთიერთობას და გიორგის კომპეტენციაში იქნება სწორედ ბიზნესის წინაშე მდგარი პრობლემების მთავრობამდე მოტანა,” – ნათქვამია ნიკა გილაურის განცხადებაში.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button