ახალი ამბები

ვაშაძე ჰელსინკში თავის ფინელ კოლეგას შეხვდა

ფინეთი მხარს უჭერს ”ძალიან აქტიურ” მუშაობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირებული შეთანხმების მისაღწევად, განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა 8 აპრილს ჰელსინკში თავის ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას მინისტრებმა განაცხადეს, რომ განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასევე საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები და რუსეთთან ურთიერთობები.

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა პრეს-რელიზში: ”მინისტრმა სტუბმა ხაზი გაუსვა რეფორმების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოელის საქართველოსგან, რომ მაისის ადგილობრივი არჩევნები დემოკრატიის წესების დაცვით ჩაატაროს”.

პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებზე ჰკითხეს მიაჩნდა თუ არა თბილისს, რომ ამ მოვლენებში რაიმე უცხოურ ჩარევას ჰქონდა ადგილი.

”მე არ გამაჩნია რაიმე ფაქტი, რომელიც ამ [ყირგიზეთის] მოვლენებში უცხო ქვეყნის ჩარევას დაადასტურებდა,” – განაცხადა ვაშაძემ.

8 აპრილს საღამოს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთი ყირგიზეთის შიდა საქმეებში ”უხეშად ჩარევაში” დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ”მოსკოვი ცდილობს ითამაშოს გეოპოლიტიკური თამაშები ყირგიზი ხალხის ხარჯზე.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button