
ახალი ამბები
ნოღაიდელი ყაზახეთში შეხვედრებს გამართავს
მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი დღეს ორდღიანი საქმიანი ვიზიტით ყაზახეთში მიემგზავრება.
მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ ნოღაიდელი ასტანაში ყაზახეთის მთავრობის წევრებთან რამდენიმე შეხვედრას გამართავს, თუმცა კონკრეტულად ვის შეხვდება უცნობია.