skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი სააკაშვილი არაოფიციალური ვიზიტით კანადაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი არაოფიციალური ვიზიტით კანადაში, ქალაქ ვანკუვერში იმყოფება.

პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით,  მისთვის ცნობილი არ არის დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ვანკუვერში ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს, რომელიც 12 თებერვალს შედგება.

მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტი ვანკუვერში არაოფიციალურ შეხვედრებს გამართავს რამოდენიმე ქვეყნის პირველ პირთან, თუმცა კერძოდ ვის შეხვდება სააკაშვილი მანჯგალაძემ არ დააკონკრეტა. 

პრეზიდენტს ვანკუვერში თან ახლავს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრი ნიკა რურუა, ასევე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე. არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მანანა მანჯგალაძის თქმით,  საუბარი შეეხება აჭარაში სპორტული ობიექტების მშენებლობას და ვანკუვერში დელეგაცია ამ ტიპის ობიექტების მონახულებას გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button