ახალი ამბები

ადგილობრივი არჩევნების დღე კონსტიტუციურად არ განისაზღვრება

დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლის თანახმადაც, რიგგარეშე ადგილობრივი არჩევნები არაუგვიანეს 1 ივნისისა გაიმართება და მის კონკრეტულ თარიღს პრეზიდენტი არაუგვიანეს 60 დღით ადრე დანიშნავს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 6 თებერვალს დაადასტურა, რომ თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს ჩატარდება, რაც ასევე აისახება კანონში.

თუმცა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განმარტა, რომ არჩევნების კონკრეტული თარიღი – 30 მაისი –  საკონსტიტუციო ცვლილებების ნაცვლად, საარჩევნო კოდექსით განისაზღვრება. კოდექსში შესაბამისი ცვლილებები ჯერ ინიცირებული არ არის.

ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებები განსაზღვრავს, რომ თბილისის მერი პირდაპირი წესით იქნება არჩეული.

Back to top button