ახალი ამბები

პროკურატურა: თემურ ბასილია ვაშინგტონში დააკავეს

თემურ ბასილია, ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი ვაშინგტონში საემიგრაციო წესების დარღვევის გამო დააკავეს და მისი საქართველოში დეპორტაცია უახლოეს ხანებში მოხდება, განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.

”ბატონი თემურ ბასილია იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკვე დიდი ხანია და იძებნება ინტერპოლის არხებით, წითელი ცირკულარის მეშვეობით,”- განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.

თემურ ბასილია 2004 წლიდან საქართველოში აღარ ცხოვრობდა, ის ბოლო პერიოდში აშშ-ში იმყოფებოდა.

ბასილია თბილისის საქალაქო სასამართლომ  არაერთგზის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დამნაშავედ სცნო და  ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა. თუმცა ის სასამართლომ გაამართლა ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების არაერთგზის გადამეტებასა და ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად არაერთგზის ჩადენილ თაღლითობას ეხებოდა.  სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ბასილიას დაპატიმრების შემდეგ შეეძლება.

Back to top button