
ახალი ამბები
თბილისში რუსეთის პატრიარქის ვიზიტი იგეგმება
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საქართველოს ეწვევა, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, განუცხადა 7 იანვარს რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა, არქიეპისკოპოსმა ილარიონ ვოლოკოლამსკიმ.
მისი თქმით, ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
არქიეპისკოპოსის თქმით, საეკლესიო ურთიერთობებს კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან, თუმცა წარმოადგენს რუსი და ქართველი ხალხების ”მთავარ” დამაკავშირებელს.
საქართველოს საპატრიარქოში არ ფლობენ ინფორმაციას რუსეთის პატრიარქის საქართველოში მოსალოდნელი სტუმრობის შესახებ.