We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ქართველმა სამართალდამცავებმა ოსი მოქალაქე დააკავეს

გენადი ფილიევი, ”ოსური უკანონო  ბანდფორმირების წევრი” შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარებით შეიარაღებული 4 იანვარს სოფელ ნიქოზში დააკავეს, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 იანვარს თავის მოკლე განცხადებაში.

იმავდროულად, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და მასობრივი ინფორმაციების სამინისტრო ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფილიევის [ოსური მხარე ცნობაში გვარს ფლიევად მოიხსენიებს] ”გატაცება” ქართული სპეცსამსახურების მორიგი პროვოკაციაა.

ამავე ცნობით, დაკავებულს 4 იანვარს თავს დაესხა ხუთკაციანი ჯგუფი ქალაქ ცხინვალის გარეუბანში – შანხაიში, როცა ეს უკანასკნელი დილით ვარჯიშობდა.

This post is also available in: English Русский

Back to top button