skip to content
ახალი ამბები

გილაური: 2009 წელს უცხოურმა ინვესტიციებმა შესაძლოა 800 მლნ აშშ დოლარს მიაღწიოს

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა 30 დეკემბერს, რომ 2009 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 230 მილიონ დოლარზე მეტი იქნება.

მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობა 2009 წელს 700-800 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი ინვესტიციებზე საბოლოო მონაცემებს მომდევნო თვეებში გამოაქვეყნებს.

სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2009 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 60.44%-ით დაეცა და 505.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2008 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1.27 მილიარდს შეადგენდა.

2008 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.564 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ნაცვლად 2007 წელს არსებული 2.014 მილიარდისა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button