skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს კომისარი საქართველოს ეწვევა

ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში, თომას ჰამარბერგი 27 ნოემბერს ერთკვირიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა, იტყობინება ევროპის საბჭოს კომისრის ვებგვერდი.

სხვა საკითხებთან ერთად თომას ჰამარბერგი, სავარაუდოდ, განიხილავს ცხინვალში 4 ნოემბრიდან დაკავებული ოთხი ქართველი მოზარდის გათავისუფლების საკითხს.

გასულ კვირას დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა მწვავედ გააკრიტიკა თომას ჰამარბერგი იმის გამო, რომ მან არ მოახდინა არავითარი რეაგირება ოთხი ქართველი მოზარდის დაკავებაზე. მისი თქმით,  ყველა იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება რუსეთს, ”ყოველთვის ეს ადამიანი არჩევს თავის შეკავების პოზიციას”.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მისი კოლეგის ამ განცხადებებზე გამოხმაურებისას ასევე განაცხადა, რომ თომას ჰამარბერგის უმოქმედობა ბუნებრივად იწვევს ”ნეგატიურ შეფასებებს”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button