
ახალი ამბები
ნარკოტიკების მომხმარებელთა გარკვეულ კატეგორიას ამნისტია შეეხება
ნარკოტიკების მოხმარება, შენახვა, გადატანაში მსჯავრდებულ პირებს სასჯელი გაუნახევრდებათ.
ამის შესახებ საუბარია ამნისტიის შესახებ კანონპროექტში, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო.
ამნისტია შეეხებათ იმ პირებს, რომლებმაც სისხლის სამართლის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე მუხლით დაკვალიფიცირებული დანაშაული 2009 წლის 15 ოქტომბრამდე ჩაიდინეს და იხდიან სასჯელს ან მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა, თუმცა განაჩენი ჯერ-ჯერობით არ დამდგარა.