skip to content
ახალი ამბები

კარასინი ნოღაიდელს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 27 ოქტომბერს მოსკოვში ოპოზიციური მოძრაობა სამართლიანი საქართველოს ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს შეხვდა.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო რუსულ-ქართული გართულებული ურთიერთობები და ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონული პრობლემები.

ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში 25 ოქტომბრიდან სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. მისი თქმით, ვიზიტისას ”სახალხო დიპლომატიის” ფარგლებში ის მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართულ, აფხაზურ და ოსურ დიასპორასთან.
 

 

მსგავსი/Related

Back to top button