
გერმანელი სკულპტორი ბერლინში საქართველოს ელჩი გახდება
გერმანელი სკულპტორი, გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობაც აქვს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს ახალ ელჩად წარადგინა გერმანიაში, რომელიც ამ პოსტზე ლევან დუჩიძეს შეცვლის.
”ის არის საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს იმ მიმართულებით, რომ საქართველოს ინეტრესები, თუნდაც არაოფიციალურად, დაიცვას ევროპულ სახელმწიფოებში და მათ შორის შეერთებულ შტატებში,” – განაცხადა პარლამენტოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა, ”ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მისი დანიშვნა გერმანიის ელჩად კიდევ უფრო ახალ სიბრტყეში აიყავს საქართველო-გერმანიის ურთიერთობას”.
გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი, რომელიც ახალ თანამდებობაზე ჯერ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, 2001 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლის.
This post is also available in: English Русский