ახალი ამბები

ესპანეთში საქართველოს ელჩი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე განიხილება – ტელევიზიები

”რუსთავი 2”-ის ცნობით, ეკონომიკის ახალ მინისტრად შესაძლოა ზურაბ პოლოლიკაშვილი, ესპანეთში საქართველოს ელჩი დასახელდეს.

22 აგვისტოს ანალოგიური ცნობა გაავრცელა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომლის ინფორმაციაშიც  32 წლის პოლოლიკაშვილი დასახელდა, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის ”გუნდის წევრი”. 

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან ლაშა ჟვანია 21 აგვისტოს გაათავისუფლა და განაცხადა, რომ მის შემცვლელს ორ კვირაში დაასახელებს, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს.

პოლოლიკაშვილი 2005 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, 2006 წელს კი ელჩად დაინიშნა ესპანეთში. საგარეო უწყებაში მუშაობის დაწყებამდე მას შვიდი წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციები ეკავა TBC ბანკში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button