კარასინი საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციას შეხვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 4 ივლისს მოსკოვში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის, ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ხელმძღვანელობით.
”არსებულ რთულ ვითარებაში, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებობს, კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობები რუსეთის და საქართველოს ეკლესიებს შორის კვლავ რჩება მნიშვნელოვან არხად ჩვენ ხალხებს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების ტრადიციის შესანარჩუნებლად,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
1 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთის პატრიარქმა კირილმა მიიღო.
პატრიარქმა კირილმა გამოთქვა იმედი, რომ ეს ვიზიტი ”გახდება ახალი დადებითი ნაბიჯი ჩვენი ეკლესიების ძმური ურთიერთობებისა და ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე”.