ახალი ამბები

რუსეთის პატრიაქრმა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

რუსეთის პატრიარქმა კირილმა 1 ივლისს მოსკოვში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ხელმძღვანელობით.

რუსეთის საპატრიაქროს ვებ-გვერდის ცნობით, პატრიარქმა კირილმა გამოთქვა იმედი, რომ ეს ვიზიტი ”გახდება ახალი დადებითი ნაბიჯი ჩვენი ეკლესიების ძმური ურთიერთობებისა და ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე”.

მიტროპოლიტ გერასიმეს განცხადებით, საეკლესიო ურთიერთობები დღესდღეობით ერთადერთია ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებში. ”ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობა გახდება მაგალითი ჩვენი ხალხებისა და სახელმწიფოებისთვის,”- აღნიშნა მან, ვებ-გვერდის თანახმად.

შეხვედრის შემდეგ ასევე აღინიშნა, რომ პოლიტიკური კონიუქტურა საეკლესიო ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს და ორივე ეკლესიის მხრიდან არსებობს მზადყოფნა, რათა ყველაფერი გაკეთდეს გაწყვეტილი კავშირების აღსადგენად.

Back to top button