ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დააპატიმრეს

რესპუბლიკური პარტიის წევრი მერაბ ქათამაძე 27 ივნისს პოლიციამ იარაღთან დაკავშირებული ბრალდებით დააპატიმრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება ქათამაძის 5 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე.

საგამომცემლო კომპანიის ”აზრის” დირექტორი და რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი მერაბ ქათამაძე ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელია რესპუბლიკური პარტიის იმ რვა აქტივისტს შორის, რომლებიც პოლიციამ ბოლო კვირების მანძილზე დააკავა. მათი უმეტესობა იარაღის უკანონო შენახვის ან ტარების ბრალდებით იქნენ დაკავებული.

ამავე ბრალდებით ბოლო კვირების მანძილზე ასევე დააკავეს სხვა ოპოზიციური პარტიების აქტივისტები.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button