skip to content
ახალი ამბები

გაჩეჩილაძის თქმით, საზღვარგარეთ აქციებისთვის ”ფულის საშოვნელად” იმყოფებოდა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ იგი ამ კვირაში საზღვარგარეთ იმყოფებოდა, რათა ფული ეშოვნა ”შემდგომი ბრძოლისთვის”.

თუმცა, მისი მოგზაურობის დეტალებზე ან იმის თაობაზე საუბრისგან, თუ ვის შეხვდა, მან თავი შეიკავა.

”გაიგოს ხელისუფლებამ: დიახ, ფულის საშოვნელად ვიყავი წასული. რაც არ უნდა დაარქვან ამას, მე ვიცი, რომ მე ჩემ ქვეყანასთან ვარ მართალი. დრო მოვა და ვიტყვი, სად ვიყავი და ვის ვხვდებოდი. საკმაოდ ოპტიმისტური შეპირებით ვარ ჩამოსული; ფული გვჭირდება ჩვენი გამარჯვებისთვის და ჩვენი მოძრაობის გასაძლიერებლად,” – განუცხადა გაჩეჩილაძემ პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს 19 ივნისს.

”ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფული ძალიან მალე დაგვეწევა და ჩვენ ახალ სტრატეგიულ და ტაქტიკურ ელემენტებს შემოგთავაზებთ, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ბრძოლა,” – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button