ახალი ამბები

სააკაშვილი: უშიშროების საბჭოს კარი ღიაა ოპოზიციისთვის

პრეზიდენტმა სააკაშვილი ”სთხოვა” ოპოზიციას მიიღოს მისი მოწვევა და შეუერთდეს დისკუსიებს ეროვნული უშიშროების საბჭოს ფარგლებში ქვეყნისთვის ”ყველაზე საჭირბოროტო” საკითხებზე.

”ეს საკითხები არ არის ერთი პოლიტიკური ძალის ან თუნდაც პრეზიდენტის მონოპოლია იფიქროს და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის განვითარების ყველაზე საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში,” – განაცხადა სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე 11 ივნისს.

მან განაცხადა, რომ გეგმავს მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა 15 ივნისის შემდეგ, როცა გაეროს უშრიშროების საბჭო აპირებს ახალი რეზოლუციის მიღებას აფხაზეთზე, რათა განიხილოს ორი სეპარატისტული რეგიონის ირგვლივ არსებული სიტუაცია. 

”დღეს მე ვნახე, რომ რაღაც პოლიტიკური ჯგუფები ქუჩაში გამოხატავდნენ ამაზე [გაეროს რეზოლუციაზე] აზრს, მე ვთხოვ მათ მოვიდნენ და გამოხატონ თავიანთი აზრი იქ, სადაც ეს საკითხები წყდება,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”უშიშროების საბჭოს კარები არის ღია და ჩვენ მათ ველოდებით და მზად ვართ მათი აზრი მაქსიმალურად გავითვალისწინოთ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button