skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძის პარტიის აქტივისტი იარაღთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 ივნისს ნინო ბურჯანაძის პარტიის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს აქტივისტი დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების ფაქტზე.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შსს-ის ყოფილ თანამშრომელს გოჩა წიკლაურს აღმოაჩნდა დაურეგისტრირებული ”ტტ"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.

6 ივნისს გაკეთებულ განცხადებაში ბურჯანაძის პარტიამ დაგმო მისი აქტივისტის დაკავების ფაქტი ”როგორც ავტორიტარული რეჟიმის ბრძოლა პოლიტიკურ ოპონენტებთან”.

”სავარუდოდ, ეს არის შედეგი პარეზიდენტის გუშინდელი [5 ივნისის] გამოსვლისა, სადაც  სააკაშვილმა ღიად დააფიქსირა, რომ ჩვენი პარტიის  ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მას ”პრობლემებს უქმნის“, – ნათქვამია განცხადებაში.

გოჩა წიკლაურს უკვე შეეფარდა ორთვიანი წინასაწარი პატიმრობა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button