skip to content
ახალი ამბები

ეროვნულ გვარდიას ახალი მეთაური ჰყავს

დეპუტატი მმართველი პარტიიდან ზურაბ არსოშვილი ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა.

31 წლის ზურაბ არსოშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა 2000-2004 წლებში, ხოლო 2004-2008 წლებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა ფინანსურ პოლიციაში, მათ შორის ფინანსური პოლიციის საგამოძიებო გამოყოფილების უფროსიც იყო.

2008 წლის დასაწყისში იგი თბილისის მერის მოადგილე იყო ოთხი თვის მანძილზე, სანამ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დეპუტატი გახდებოდა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button