skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციამ შსს-ის ახალ შენობასთან მიტინგი გამართა

ოპოზიციის აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად აშენებული შენობის წინ, რომელიც თბილისის აღმოსავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი მაგისტრალის მახლობლად მდებარეობს, საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის დროს მომიტინგეებმა რამოდენიმე ლიდერის, მათ შორის ნინო ბურჯანაძის, დავით გამყრელიძის, ზვიად ძიძიგურის და ლევან გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 40 წუთით გადაკეტეს კახეთის გზატკეცილი.

”ჩვენ განზრახ შევარჩიეთ ეს მონაკვეთი ახალი სამინისტროს წინ; აეროპორტისკენ მიმავალი სხვა გზებიც არსებობს, რომელიც გვერდს უვლის ამ მონაკვეთს, რომელიც დროებით იყო გადაკეტილი,” – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, ”აქცია აქ იმიტომ გაიმართა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გახდა ადამიანის უფლებათა დარღვევების სიმბოლო და საქართველოში ძალადობის სიმბოლო”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button