skip to content
ახალი ამბები

სემნები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა

ოპოზიციური გაერთიანება ალიანსი თავისუფლებისთვის, რომელიც მოიცავს პარტია თავისუფლებას, ტრადიციონალისტებს, მომავლის პარტიას და ქალთა პარტიას, 2 მაისს ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების შეხვდა.   

პოლიტიკოსებმა ალიანსიდან განაცხადეს, რომ მათი თხოვნაა ევროკავშირის მიმართ შუამავლების როლი იკისრონ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში და ასევე გააკონტროლონ ამ შესაძლო მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებების შესრულება.

საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიები 1 მაისს ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების შეხვდნენ. პარტიის ალიანსი თავისუფლებისთვის ევროპელ დიპლომატთან ცალკე გამართული შეხვედრა იმის მანიშნებელია, რომ ეს გაერთიანება საპროტესტო აქციების ორგანიზატორი პარტიებისგან განცალკევებულია. პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა 30 აპრილს, რომ ალიანსის ჩართულობა საპროტესტო აქციების დაგეგმვის პროცესში უმნიშვნელოა.  

2 მაისს პიტერ სემნები ოპოზიციური დეპუტატების ჯგუფსაც შეხვდა. დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან განაცხადა, რომ მან თავისი პარტიის პოზიცია წარადგინა, რომელიც გულისხმობს ფუნდამენტურ საკონსტიტუციო რეფორმას, რაც პრეზიდენტის უფლებამოსილებას მნიშვნელოვნად შეზღუდავს პარლამენტის სასარგებლოდ.

ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წამყვანი პარტიაა, ასევე მოუწოდებს ანალოგიური საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებისკენ.

”ჩვენი წინადადებაა, რომ ახალი კონსტიტუციური მოდელი გავიდეს რეფერენდუმზე და მხარდაჭერის შემთხვევაში, ახალი კონსტიტუციური ვადებით დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები და ახალმა პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი,”- განუცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ქრისტიან-დემოკრატების წევრმა ლევან ვეფხვაძემ Civil.Ge-ს, ”ეს პროცედურა მაქსიმუმ 2010 წლის გაზაფხულამდე შეიძლება გაგრძელდეს”.

დეპუტატმა პეტრე მამრაძემ პარტიიდან მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობს, განუცხადა ჟურნალისტებს სემნებისთან შეხვედრის შემდეგ, რომ მის პარტიას მიაჩნია, რომ შეუძლებელია ფუნდამენტური ინსტიტუციური ცვლილებების მიღწევა ოპოზიციის არსებული ტაქტიკის გზით, რომელიც ქუჩის აქციებს და ტრანსპორტის ბლოკირებას გულისხმობს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button