ახალი ამბები

ევროკავშირი ”ღრმად შეაშფოთა” რუსულ-სეპარატისტულმა სასაზღვრო შეთანხმებებმა

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩეხეთმა 30 აპრილს განაცხადა, რომ ”ღრმად არის შეშფოთებული” სასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ რუსეთსა და ”საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს” შორის გაფორმებული შეთანხმებებით.

ევროკავშირის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ჩეხეთი ასევე აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი ”ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიან შეთანხმებას”.

”ევროკავშირის თავმჯდომარე შეახსენებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერას,”- ნათქვამია განცხადებაში, ”თავმჯდომარეობა ერთგული რჩება და მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანად და განგრძობითად გადაწყვეტის ყველა მცდელობას. უსაფრთხოების საკითხები უნდა განიხილებოდეს შესაბამის საერთაშორისო ფორმატებში, კერძოდ კი, ჟენევის განხილვების ფარგლებში, რომლის შემდგომი სხდომაც 18-19 მაისს გაიმართება”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button