skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველი აპრილის აქციებზე ძალადობის პრევენციის ზომებს მიმართავს

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა დღეს განაცხადა, რომ 9 აპრილიდან დაგეგმილ აქციებს მისი აპარატის წარმომადგენლები გაუწევენ მონიტორინგს, რასაც გარკვეულწილად, ძალადობის პრევენციის დატვირთვაც ექნება. 

მისი თქმით, აქციაზე წარმოდგენილი იქნება ობუდსმენის ოფისის სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი 100 წარმომადგენელი კეპებით და წარწერით: ”სახალხო დამცველი”, რომლებიც ადგილზე გააკონტროლებენ სიტუაციას; ასევე განხორციელდება ვიდეოგადღებები. გარდა მისა ამოქმედდება ცხელი ხაზი – ტელ.: 99 58 98, სადაც მოქალაქეებს დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეეძლებათ.

სოზარ სუბარის განცხადებით ამ ზომების მიღება იმის გამო გახდა საჭირო, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ”ძალიან ხშირად ირღვევა” შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება.

”ამის ნათელი მაგალითი არ არის მხოლოდ 2007 წლის 7 ნოემბერი,”- განაცხადა მან, ”2004-2006 წლებში 23 ადამიანს დაეკისრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ქუჩის აქციებში მიიღეს მონაწილეობა – მსგავსი რამ არ მომხდარა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ”.

9 აპრილიდან არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button