Placeholder canvas
ახალი ამბები

შსს: პოლიციელი ემსხვერპლა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან აფეთქებას

ერთი პოლიციელი გარდაიცვალა და ექვსი დაიჭრა 29 მარტს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მომხდარი აფეთქების შედეგად, აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამავე ცნობით, 8 საათსა 30 წუთზე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქარელის რაიონის სოფელ დვანთან  პატრულირებისას,  მიმართულებით ნაღმზე  აფეთქდა პოლიციის ”პიკაპის” ტიპის ავტომანქანა, პოლიციელი ბადრი ჯიოშვილი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

აფეთქებიდან ცოტა ხანში ორი პოლიციელი გაიგზავნა შემთხვევის ადგილას დახმარების აღმოსაჩენად. მათი მისვლის შემდეგ ამოქმედდა ასევე მიმართულებითი ნაღმი და დაიჭრა ადგილზე მისული ორივე პოლიციის თანამშრომელი,  რომლებიც გადაყვანილ იქნენ გორის ჰოსპიტალში, აცხადებს შსს.

ამ უკანასკნელმა ინციდენტმა აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან დაღუპული პოლიციელების რაოდენობა 12-მდე გაზარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button