ახალი ამბები

ჯაშუშობაში ბრალდებული ორი პიროვნება გირაოთი გაათავისუფლეს

საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ჯაშუშობის და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის ბრალდებით დააპატიმრეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, გირაოთი გაათავისუფლეს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

”გამოძიება მიმდინარეობს და საქმე ჯერ დახურული არ არის,” – განუცხადა შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა ხიზანიშვილმა Civil.Ge-ს 12 მარტს.

გრიგოლ მინასიანი და სარქის აკოფჯანიანი 22 იანვარს დააკავეს; მას შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, მათ შორის იმაზე, თუ რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ახორციელებდნენ ისინი ჯაშუშობას.  ორივე პიროვნება ახალციხეში დააპატიმრეს.

დაპატიმრებულების ადვოკატმა  ნინო ანდრიაშვილმა თებერვალში IWPR-ს განუცხადა, რომ მინასიანს და აკოფჯანიანს ბრალს სდებდნენ იმაში, რომ ისინი თანამშრომლოდნენ სავარაუდოდ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის მიერ ბელარუსში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან სახელწოდებით ”მოსახლეობისთვის იურიდიული დახმარების ასოციაცია”. ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ ორივე ბრალდებულმა აღიარა, რომ ისინი შპიონაჟში მონაწილეობდნენ, თუმცა უარყვეს მეორე ბრალდება სამხედრო ფორმირების შექმნის გეგმის თაობაზე. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button