ახალი ამბები

”9 აპრილის კომიტეტი” ხელმოწერების შეგროვებას რეგიონებში გააგრძელებს

9 აპრილის აქციის ორგანიზატორმა პარტიებმა სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით 48 347 ხელმოწერა შეაგროვა 3-8 მარტს თბილისში ჩატარებული ”ყუთების აქციის” შედეგად, განაცხადა მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ 9 მარტს.

აქციაში, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში თბილისის 16 მეტრო სადგურთან, ბაზრობებთან და ავტოსადგურთან მიმდინარეობდა, ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა: კონსერვატორებმა, ხალხის პარტიამ, დემოკრატიულმა მოძრაობამ ერთიანი საქართველოსთვის, თავისუფლებამ, ტრადიოციონალისტებმა, ქალთა პარტიამ, საქართველოს გზამ, მოძრაობამ ერთიანი საქართველოსთვის და ასევე მრეწველებმა, რომლებიც 9 აპრილის აქციის ორგანიზატორთა რიგებს მოგვიანებით შეურთდნენ.

ეს პარტიები 10 მარტიდან ”ყუთების აქციას” სამი დღის განმავლობაში საქართველოს 16 ქალაქში – თელავი, გორი, ზესტაფონი, ფოთი, დუშეთი, ბათუმი, ოზურგეთი, ახალციხე, მარნეული, გარდაბანი, რუსთავი, სენაკი, გურჯაანი, სამტრედია, ზუგდიდი, ქუთაისი – გააგრძელებენ.

იმავდროულად, საერთო სახალხო პლებისციტის მოწყობას აპირებს ალიანსი საქართველოსთვის, რომლის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ არ გამორიცხა, რომ მათი ეს კამპანია ოპოზიციური პარტიების მიერ დაწყებულ აქციას შეერწყას. მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის იმართება კონსულტაციები სააკაშვილის გადადგომის მიზნით საერთო გეგმის შემუშავების თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button