აფხაზეთში რუსული ბაზები 49 წლით განთავსდება – ბაღაფში
აფხაზეთში რუსული ბაზები 49 წლით განთავსდება სამხედრო სფეროში იმ შეთანხმების თანახმად, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის უახლოეს ხანებში გაფორმდება, განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა.
”შეთანხმებაზე მუშაობას მთავრდება,”- იუწყება ”ინტერფაქსი” 6 მარტს მის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ეს დოკუმენტი ითვალისწინებს რუსული სამხედრო ბაზის 49 წლით განთავსებას გუდაუთის რაიონში”.
გუდაუთაში ნავარაუდევია საჰაერო ძალების ბაზის შექმნა ბომბორას აეროდრომზე, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, ხოლო ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ძალების კუთვნილი გემების ბაზირება.
რუსული სამხედრო ბაზების განთავსების გეგმები უკვე გააკრიტიკეს ნატოს, ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლებმა.
”ინტერფაქსი” ნატოში რუსეთის ელჩის დიმიტრი როგოზინის სიტყვებზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ რუსეთმა შესაძლოა გადახედოს ბაზების განთავსების საკითხს, თუ საქართველო უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის. ორივე რეგიონში რუსულ ბაზებზე 7 600 სამხედრო მოსამსახურე იმსახურებს.
იმავდროულად, აფხაზეთის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთთან ასევე გაფორმდება შეთანხმება საზღვრის დაცვის სფეროში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)