ახალი ამბები

შსს: ოსი სეპარატისტები ორი დაკავებულისთვის გამოსასყიდს ითხოვენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ”ოსმა სეპარატისტებმა” 27 თებერვალს დაახლოებით 16:30 საათზე საქართველოს ოთხი მოქალაქე გაიტაცეს.

ამავე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები სოფელ კოდიდან ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

გამტაცებლებმა აღნიშნული პირები შემდგომში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მოგვიანებით სეპარატისტებმა ორი მათგანი გაათავისუფლეს, ხოლო დანარჩენი ორის გათავისუფლების სანაცვლოდ  ისინი 6 000 ევროს ითხოვენ, იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო.  

ოსური მხარე ადასტურებს ორი ქართველის დაკავების ფაქტს, რომლებიც, მათი თქმით, ამჟამად სეპარატისტულ ძალოვან სტრუქტურებში იმყოფებიან. ”ინტერფაქსი” სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მათი დაკავება 27 თებერვალს სოფელ წნელისთან ”საზღვრის უკანონო გადალახვის” მოტივით მოხდა და ”არანაირი გამოსასყიდი არ ყოფილა ვინმესგან მოთხოვილი”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button