
ახალი ამბები
სააკაშვილი პარლამენტს საანგარიშო მოხსენებით მიმართავს
პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში მიმართავს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
პარლამენტში საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება, პლენარული სხდომები კი 10 თებერვლიდან დაიწყება.
”პარლამენტის პლენარული სხდომების დაწყების შემდეგ, ალბათ, პირველივე კვირაში პრეზიდენტი მობრძანდება პარლამენტში და გააკეთებს ანგარიშს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის და ხელისუფლების სამომავლო გეგმების შესახებ,”- განაცხადა ბაქრაძემ.
ბოლო საანგარიშო მოხსენებით პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამენტში 2008 წლის 16 სექტემბერს წარდგა.
This post is also available in: English Русский